ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ
რა შეიძლება გავიგოთ სამყაროზე და საკუთარ თავზე ქვის, მცენარის, ცხოველისა და ადამიანის ფორმებთან შეხებით? ხელოვნება ხდება გზა - დაკვირვების, აღმოჩენის და საკუთარი ხელით შეგრძნების.
ვორქშოფის მონაწილეები მხატვარ გოგა ჯაფარიძესთან ერთად ოთხ განსხვავებულ სამყაროში იმოგზაურებენ: მინერალში, მცენარეში, ცხოველსა და ადამიანში. ხან თიხას მისცემენ ფორმას, ხან ფერსა და ხაზს, ხან კი საკუთარ წარმოსახვასა და სხეულის მოძრაობას.
ეს ვორქშოფი მათთვისაა, ვისაც აინტერესებს სამყაროს სხვაგვარად დანახვა და საკუთარი თავის შემოქმედებითად აღმოჩენა. მათთვის, ვისაც სურს ცოტა ხნით გამოვიდეს ყოველდღიური რაციონალური აზროვნების ჩარჩოებიდან და რაღაც ახალი ხელით, ფერით, ფორმითა და მოძრაობით გამოსცადოს. არ არის საჭირო ხატვის, ძერწვის ან ხელოვნების რაიმე წინასწარი გამოცდილება, აქ შედეგზე მნიშვნელოვანი თავად პროცესია. ვორქშოფი განკუთვნილია როგორც მათთვის, ვინც უკვე თავისუფლად გრძნობს თავს ხელოვნებაში, ისე მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ „ხატვა და ძერწვა არ შეუძლია“.
და როგორც ყოველთვის, ყველაფერი იწყება კითხვის დასმით: ვინ არის ადამიანი, როგორ აღვიქვამთ სამყაროს და რას ვპოულობთ საკუთარ თავში, როცა რაღაცას საკუთარი ხელით ვქმნით?
ᲗᲐᲠᲘᲦᲘ: 24-25 ოქტომბერი, 2026
ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ: 320₾, რომელშიც შედის თავად ვორქშოპი, ტრანსპორტირება, კვება და ღამის გასათევი პარსიფალში;
თუკი დამატებით კითხვა გექნება მოგვწერე რომელიმე ᲐᲠᲮᲖᲔ ან:

