ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ
გარდა აკადემიის კურსებისა და ვორქშოპებისა, არსებობს ბევრი რამ, რის გამოც პარსიფალში ჩამოსვლა შეგიძლია.
ᲘᲜᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲓᲦᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ
პარსიფალის კიდობანში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მოქმედებს სოციალურ-თერაპიული პროგრამა "ინკლუზიური დღე პარსიფალში", რაც გულისხმობს არა რაიმე სახის განსაკუთრებული, ჯადოსნური მეთოდის შემუშავებას, არამედ სივრცისა და იქ მყოფი ადამიანების იმგვარად მომზადებას, რომ ჩამოსულ სტუმრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში იპოვონ საკუთარი თავი, მათთვის საყვარელი საქმიანობა და განავითარონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მათთან დარჩებიან და დაეხმარებიან რომ სრულფასოვნად ინტეგრირდნენ სოციალურ ცხოვრებაში.
ᲠᲝᲓᲘᲡ?
ყოველ პარასკევს, შაბათს და სამშაბათს 10:00 - 18:00
პარასკევი - შევსებულია;
შაბათი - დარჩენილია 3 ადგილი;
სამშაბათი - დარჩენილია 3 ადგილი;
ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ?
ვიზიტის ღირებულება შეადგენს 100 ლარს;
უფასო ვიზიტი - ღია კარის დღე იქნება ყოველ პარასკევს;
მთელი დღის აქტივობები ბავშვებისათვის, თერაპიული სავარჯიშოები ცხოველებთან, კვება და ტრანსპორტირება;
ᲠᲐ ᲨᲔᲓᲘᲡ?
ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲜᲘᲕᲗᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ
ᲮᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲡᲜᲝᲨᲘ
ეწვიე ხის სახელოსნოს და აქციე შენი იდეა საკუთარი ხელით შექმნილ ნივთად! ოსტატის დახმარებით გაეცნობი ხის დამუშავების პროცესს, ისწავლი სამუშაო იარაღების გამოყენებას და ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელებ საკუთარ ჩანაფიქრს. დასრულებულ ნივთს კი სახლში წაიღებ — ყოველდღიური გამოყენებისთვის, სამახსოვროდ ან საჩუქრად.
თუ ხეზე მუშაობაში უკვე გამოცდილი ხარ, შეგიძლია შეთანხმებული დროით ისარგებლო სახელოსნოს სივრცითა და იარაღებით და დამოუკიდებლად იმუშაო საკუთარ პროექტზე.
ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ?
იცი რა, გააჩნია ნივთს და სირთულეს! ამაზე შევთანხმდებით და ნაწყენი არც ერთი დავრჩებით. okay?!
ᲣᲑᲠᲐᲚᲝᲓ ᲓᲐᲡᲐᲠᲩᲔᲜᲘ
უბრალოდ ლამაზ გარემოში, სიმწვანეში დარჩენა გსურს? რა პრობლემაა! გვაქვს ოთახები, სადაც კომფორტულად განთავსდები. და რა ხდება ამ ოთახის გარშემო?
ლამაზი ბუნება, სიმწვანე და სიწყნარე;
შეგიძლია ცხენზე ჯირითი ისწავლო;
ხის სახელოსნოში საკუთარი ხელით შექმნა სხვადასხვა ნივთები;
ისარგებლო სათამაშო სივრცით;
დაესწრო და ჩაერთო საინტერესო ვორქშოპებში;
გაიგო და ისარგებლო ცხოველების თერაპიით;
გააკეთო მცირე ლაშქრობა ბირთვისის კანიონზე;
საღამოს ცეცხლთან პარსიფალელები გაიცნო და იქნებ რაღაც კარგი იდეა დაიბადოს?
და კიდევ ის ამბები, რომელსაც ვერ გათვლი, მაგრამ კარგი გამოცდილება იქნება!
ᲚᲐᲨᲥᲠᲝᲑᲐ
დრო ბუნებისთვის, სიმშვიდისა და ურთიერთობისთვის
შეანელეთ ნაბიჯი. ამოისუნთქეთ. გაიცანით ჩვენი ოთხფეხა თანამგზავრები.
ორი ვირის თანხლებით (სახელად “პლატონი და არისტოტელე”) ბუნებაში მშვიდ და სასიამოვნო ლაშქრობაში გეპატიჟებით. გზად გვექნება დრო გარემოზე დაკვირვებისთვის, ერთმანეთთან ურთიერთობისა და ყოველდღიური რუტინისგან დასვენებისთვის.
ლაშქრობისას გავიცნობთ ჩვენს ვირებს, მათ ხასიათსა და ჩვევებს, ვისაუბრებთ ადამიანებთან მათ ურთიერთობაზე და ერთად აღმოვაჩენთ ბუნებაში სეირნობის სიხარულს — მათი მშვიდი რიტმის აყოლით.
ეს გამოცდილება განკუთვნილია ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, ტურისტებისა და ინდივიდუალური სტუმრებისთვის — ყველასთვის, ვისაც უყვარს ბუნება და ცხოველები. ბავშვებსა და უფროსებს გელით აღმოჩენებით, სიხარულითა და სიმშვიდით სავსე დრო.
ფასი: 60 ლარი ერთ ადამიანზე;
ხანგრძლივობა: დაახლოებით 2 საათი;
ენები: ქართული, გერმანული, ინგლისური, ნიდერლანდური და თურქული;
მონაწილეთა რაოდენობა: შეზღუდულია;
კურსის ხელმძღვანელი: ბარბარა ვებერი;
ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲓᲔᲢᲐᲚᲔᲑᲘ
ᲪᲮᲔᲜᲖᲔ ᲯᲘᲠᲘᲗᲘᲡ ᲨᲔᲡᲬᲐᲕᲚᲐ
არასდროს გქონია ეს გამოცდილება? ან გსურს უფრო პროფესიონალურ დონეზე დაეუფლო ცხენზე ჯირითს? მაშინ დაგვიკავშირდი და ჩაეწერე გაკვეთილზე.
ფასი: შეთანხმებით;
ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 -1.5 საათი;
ენები: ქართული, ინგლისური;
ხელმძღვანელი: ამირან ლობჟანიძე;
ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲓᲔᲢᲐᲚᲔᲑᲘ

