ᲞᲐᲠᲡᲘᲤᲐᲚᲘᲡ ᲐᲙᲐᲓᲔᲛᲘᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲓᲒᲘᲚᲘ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐ ᲣᲙᲔᲗ ᲒᲐᲘᲪᲜᲝ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘ ᲓᲐ ᲐᲥᲪᲘᲝ ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲠᲔᲐᲚᲣᲠ ᲡᲐᲥᲛᲔᲓ!

პარსიფალის აკადემიაში ახალგაზრდები თავად წყვეტენ, რისი სწავლა სურთ და ამ ინტერესების მიხედვით გეგმავენ და უძღვებიან კურსებს, ვორქშოპებსა და სხვა აქტივობებს. აკადემიის ცხოვრებას სამი პრინციპი აერთიანებს: ᲨᲔᲛᲔᲪᲜᲔᲑᲐ, ᲗᲕᲘᲗᲒᲐᲛᲝᲠᲙᲕᲔᲕᲐ, ᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ

ᲨᲔᲛᲔᲪᲜᲔᲑᲐ
ახალგაზრდები ესწრებიან ერთმანეთის კურსებს, უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას და ყოველკვირეულად ერთად სწავლობენ და განიხილავენ სულისმეცნიერების საკითხებს.

ᲗᲕᲘᲗᲒᲐᲛᲝᲠᲙᲕᲔᲕᲐ
სწავლის, ერთმანეთთან საუბრისა და სხვადასხვა საქმეში საკუთარი თავის გამოცდის გზით ახალგაზრდები უკეთ ეცნობიან საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებს და არკვევენ, რისი კეთება სურთ.

ᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ
ახალგაზრდები თავად უძღვებიან ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმეებს, აწყობენ კურსებსა და აქტივობებს და ეხმარებიან ერთმანეთს საკუთარი იდეების დაგეგმვასა და განხორციელებაში.


ახალგაზრდების მიერ შექმნილი კურსები და აქტივობები ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.