ᲚᲔᲥᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲣᲑᲐᲠᲘ
ეს ლექცია და საუბარი განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს საქართველო და აღელვებს მისი ბედი — მათთვის, ვინც საკუთარ თავზე განიცდის არსებულ კრიზისს და ვისთვისაც ის ღრმა საფიქრალად ქცეულა.
საღამოს ფარგლებში რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას, რომელიც დაგვეხმარება, ახლებური კუთხით შევხედოთ ამჟამინდელ მდგომარეობას და უფრო ღრმად გავიაზროთ საკითხის არსი. ლექციას მოჰყვება საუბარი და დისკუსია, სადაც თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, გაგვიზიაროს საკუთარი ხედვა და თავისი უნიკალური პერსპექტივით გაამდიდროს საერთო სურათი.
ჩვენი მიზანია, უფრო ფართოდ დავინახოთ და სიღრმისეულად გავიგოთ არსებული მდგომარეობა, რათა შევძლოთ სირთულეებთან გამკლავება და სიმშვიდითა და სიყვარულით შეიარაღებულებმა გავაგრძელოთ ცხოვრება.
შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს — დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც ამ თემაზე ფიქრის, მოსმენისა და საუბრის სურვილი აქვს.
ᲗᲐᲠᲘᲦᲘ ᲓᲐ ᲓᲠᲝ: 14 ნოემბერი, 2026
14:30 - გამოსვლა თბილისიდან; ვარდების მოედანი ველოსიპედის ძეგლი;
15:30 - ჩამოსვლა მაწევანში;
15:30-17:00 ჭამა მცირედით და გარემოს გაცნობა;
17:00-18:30 ლექცია თემის გარშემო;
18:30-19:00 შესვენება; ყავა/ჩაი და ხემსი;
19:00-20:00 საუბარი თემის გარშემო;
20:00-20:30 დახურვა და მომავლის შეხვედრის დაგეგმვა;
20:30 - გამგზავრება თბილისში;
21:30 უკვე თბილისს ქალაქს იქნებით.
ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ: 180₾, შედის ტრანსპორტირების და კვების თანხები;
სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება;
თუკი დამატებით კითხვა გექნება მოგვწერე რომელიმე ᲐᲠᲮᲖᲔ ან:

