პᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲘ

პარსიფალის კიდობანი არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ-თერაპიული გარემოს შექმნას. ამისათვის მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ ბუნებრივი და მრავალფეროვანი სივრცე, რომელიც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას დრო გაატარონ მშვიდ და ჯანსაღ გარემოში, სადაც შეხვდებიან სხვადასხვა ცხოველებს.

პარსიფალის კიდობანში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მოქმედებს სოციალურ-თერაპიული პროგრამა "სოციალური დღე პარსიფალში", რაც გულისხმობს არა რაიმე სახის განსაკუთრებული, ჯადოსნური მეთოდის შემუშავებას, არამედ სივრცისა და იქ მყოფი ადამიანების იმგვარად მომზადებას, რომ ჩამოსულ სტუმრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში იპოვონ საკუთარი თავი, მათთვის საყვარელი საქმიანობა და განავითარონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მათთან დარჩებიან და დაეხმარებიან რომ სრულფასოვნად ინტეგრირდნენ სოციალურ ცხოვრებაში.

ᲙᲘᲓᲝᲑᲐᲜᲘ

ᲑᲘᲝᲛᲔ

ბიომე არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ბიოდინამიური მეურნეობის პოპულარიზებას ახალგაზრდებში. ბიოდინამიური მეურნეობა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს და თავის თავში გულისხმობს მოსავლის იმგვარი მეთოდით მოყვანას, სადაც არ დაზიანდება არც ადამიანი და არც ნიადაგი.

ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲡᲜᲝ