ᲐᲦᲬᲔᲠᲐ

ხის საჭრელი დაფების ვორქშოპი

ამ ვორქშოპზე თავად შევარჩევთ ხის მასალებს და საკუთარი ხელით დავამზადებთ საჭრელ დაფებს, რომლებსაც დღის ბოლოს სახლში წაიღებთ.

მუშაობის პროცესში გავეცნობით ხის სხვადასხვა სახეობას, მათ თავისებურებებსა და დამუშავების მეთოდებს. ასევე ვისწავლით სხვადასხვა სამუშაო იარაღის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენებას.

ერთ დღეს ქალაქის ხმაურს მოშორდები და ბუნებაში, მშვიდ და სასიამოვნო გარემოში, შემოქმედებითად გაატარებ დროს. ხეზე მუშაობის საშუალებით შევეხებით ბუნებრივ მასალას, აღმოვაჩენთ მის უნიკალურ თვისებებს და საკუთარი ხელებით შევქმნით ნივთს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგვადგება.

ეს ვორქშოპი არის შესაძლებლობა, შევიძინოთ ახალი გამოცდილება, დავისვენოთ ყოველდღიური რუტინისგან და სასიამოვნო დღე შევქმნათ!

დღის ბოლოს კი სახლში დავბრუნდებით საკუთარი ხელით დამზადებული საჭრელი დაფით, ახალი ცოდნითა და სასიამოვნო მოგონებებით.

ᲗᲐᲠᲘᲦᲘ ᲓᲐ ᲓᲠᲝ: 1 ნოემბერი

კვირა - 1 ნოემბერი
11:00 - ჩამოსვლა/გარემოს გაცნობა
12:00-14:00 - მუშაობა; ყავით და სნექით1
14:00-15:00 - სადილი;
15:00-17:00 - მუშაობა;
17:00-17:40 - უკუკავშირი და შეხედვა,
აბა რა გამოვიდა!

ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ: 200₾, რომელშიც შედის მასალები და კვება;

სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება;

თუკი დამატებით კითხვა გექნება მოგვწერე რომელიმე ᲐᲠᲮᲖᲔ ან:

ᲓᲐᲒᲕᲘᲠᲔᲙᲔ