ᲚᲔᲥᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲕᲝᲠᲥᲨᲝᲞᲘ

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ადამიანს შეუძლია უმოკლეს დროში მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით და გაიმარტივოს საქმე, რომელსაც ადრე დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა. ეს ტექნოლოგია ამარტივებს ჩვენს ცხოვრებას, თუმცა რა გამოწვევები ახლავს მას თან? ხომ არ გვიბიძგებს ეს სიმარტივე პასიურობისკენ?

რა არის ადამიანის უნიკალურობა — მხოლოდ ინფორმაციის მიღება და გადამუშავება თუ ცოცხალი აზროვნება? რა განსხვავებაა ცოცხალ და მექანიკურ აზროვნებას შორის და სად ვლინდება ადამიანის თავისუფლება?

ამ კითხვების გარშემო, რუდოლფ შტაინერის „თავისუფლების ფილოსოფიაზე“ დაყრდნობით, 5–6 დეკემბერს პარსიფალის აკადემიაში ორდღიან ვორქშოპს ჩაატარებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფსიქოლოგი და ორგანიზაციის განვითარების ტრენერი ნოდარ ბელქანია.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია თემით დაინტერესებულ ყველა ადამიანს. თუ ეს კითხვები შენთვის მნიშვნელოვანია, დარეგისტრირდი და ორი დღის განმავლობაში იცხოვრე ამ თემით სხვა მონაწილეებთან ერთად.

ᲗᲐᲠᲘᲦᲘ ᲓᲐ ᲓᲠᲝ: 5-6 დეკემბერი, 2026

შაბათი - 5 დეკემბერი
14:30 - გამოსვლა თბილისიდან;
15:30 - ჩამოსვლა მაწევანში;
15:30-17:00 სადილი და გარემოს გაცნობა;
17:00-18:30 ლექცია;
18:30-19:00 შესვენება - ყავა/ჩაი და ხემსი;
19:00-20:30 საუბარი თემის გარშემო;
20:30 - ვახშამი და გემრიელი ჩაის საღამო;

კვირა - 6 დეკემბერი
08:30-09:30 - საუზმე;
10:00-11:00 - მუშაობა თემის გარშემო - სავარჯიშოები;
11:00-11:30 - ყავა და ჩაი;
11:30-13:00 - თემის შეჯამება, დახურვა, მომავლის დაგეგმვა;
13:00-14:00 - სადილი;
14:00 - გამგზავრება თბილისში;

ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ: 280₾, რომელშიც შედის თავად ვორქშოპი, ტრანსპორტირება, კვება და ღამის გასათევი პარსიფალში;

სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება;

თუკი დამატებით კითხვა გექნება მოგვწერე რომელიმე ᲐᲠᲮᲖᲔ ან:

ᲓᲐᲒᲕᲘᲠᲔᲙᲔ